"ზედმეტად ნუ იზეიმებს"' - რას ურჩევს ტენ ჰაგი ლისანდროს » სპორტის ხაზი

"ზედმეტად ნუ იზეიმებს"' - რას ურჩევს ტენ ჰაგი ლისანდროს

"ზედმეტად ნუ იზეიმებს"' - რას ურჩევს ტენ ჰაგი ლისანდროს
24-12-2022, 18:16
Aa Aa
გაზიარება:

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა ლისანდრო მარტინესს რჩევა მისცა და უთხრა, რომ არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობით ზედმეტად არ დატკბეს, რადგან საკლუბო სეზონი ჯერ კიდევ წინაა.

"ლისანდრო ბუენოს აირესში ზეიმობს. მესმის, ესაა ყველაზე დიდი ტიტული, რაც კი შეიძლება ფეხბურთელმა მოიგოს, მაგრამ მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ რამდენიმე დღეში პრემიერ ლიგა განახლდება"- განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

"წითელი ეშმაკები" საკლუბო ფეხბურთს კარაბაოს თასზე გამართული შეხვედრით დაუბრუნდნენ. მათ "ბარნლი" კრისტიან ერიქსენისა და მარკუს რაშფორდის გოლებით დაამარცხეს. 27 დეკემბერს კი ინგლისის ჩემპიონატში "ვულვზს" ესტუმრებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი