თბილისის მერიის გუნდმა MASTER CUP 2022 მოიგო » სპორტის ხაზი

თბილისის მერიის გუნდმა MASTER CUP 2022 მოიგო

თბილისის მერიის გუნდმა MASTER CUP 2022 მოიგო
24-12-2022, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს MASTER CUP 2022-ის გამარჯვებული თბილისის მერიის გუნდი გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში კავკასიის ავტოიმპორტი 5:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულებს შორის თამაშობდა მილანის ყოფილი ფეხბურთელი და თბილისის ამჟამინდელი მერი, კახა კალაძე, რომლის ანგარიშზეც დუბლი და 3 საგოლე გადაცემა გახლავთ.

რაც შეეხება შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეს, ის სანდრო კობახიძე გახდა, რომელმაც ფინალში ჰეთ-თრიქი გაიფორმა.

"ტურნირი სახელად მასტერ ლიგა (7v7), რომელიც მერიის მხარდაჭერით იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ უამრავი ახალგაზრდაა ჩართული აღნიშნულ პროექტში. ყოველწლიურად იმართება ეს ტურნირი და ყოველწლიურად იმატებს ახალგაზრდების რაოდენობა, ისინი სპორტით არიან დაკავებულნი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია." - კახა კალაძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი