"გიორგი მამარდაშვილს ბრწყინვალე მომავალი ექნება" | ხოსე ბორდალასი » სპორტის ხაზი

"გიორგი მამარდაშვილს ბრწყინვალე მომავალი ექნება" | ხოსე ბორდალასი

"გიორგი მამარდაშვილს ბრწყინვალე მომავალი ექნება" | ხოსე ბორდალასი
23-12-2022, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური ვალენსიას კარის დარაჯზე, გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა "ღამურების" ყოფილმა დამრიგებელმა, ხოსე ბორდალასმა, რომელმაც ქართველი მეკარის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა:

"როდესაც გიორგი პირველად ვნახე, შევამჩნიე, რომ თავისი გაბარიტებისთვის საკმაოდ სწრაფი იყო. თანაც, იმ პერიოდში სილესენს ფიზიკური პრობლემები ჰქონდა, ამიტომ შანსი მამარდაშვილს მივეცი. ამის გამო, თავიდან არაერთი ადამიანი მაკრიტიკებდა, თუმცა გიორგი თავის სადებიუტო შეხვედრებში მშვენიერ შთაბეჭდილებას ტოვებდა."

"კარგი პერიოდის შემდეგ, გიორგის კარიერაში მძიმე დროება დადგა. მამარდაშვილმა ზედიზედ რამდენიმე თამაში, განსაკუთრებით სევილიურ კლუბებთან ჩააგდო და არასასურველ ემოციურ ფონში გაეხვია. მიუხედავად ამისა, მამარდაშვილი ძლიერი დაბრუნდა და ვალენსიაში თავი დაიმკვიდრა. გიორგი დიდებული მეკარეა და მას ბრწყინვალე მომავალი ექნება."
- თქვა ბორდალასმა.

ცნობისთვის, ხოსე ბორდალასი არის ადამიანი, რომელმაც გიორგის ვალენსიაში უდიდესი ნდობა გამოუცხადა და შეიძლება ითქვას, რომ ბორდალასს მამარდაშვილის კარიერულ პროგრესში შეუფასებელი წვლილი აქვს შეტანილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი