როგორც იცით, გუშინ დასრულდა ძიუდოში იერუსალიმის მასტერსი, სადაც საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა. ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ქვეყანას ოქრო, ხოლო ლუკა მაისურაძემ ბრინჯაო მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის დასრულების შემდეგ, IJF-მ რეიტინგები განაახლა. ცვლილებების შემდეგ, -100კგ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად ილია სულამანიძეს ვხვდებით, რაც მის კარიერაში პირველად ხდება.
ასევე, მასტერსი წარმატებით აისახა ლუკა მაისურაძეზეც, რომელიც თავის წონით კატეგორიაში (-90კგ) სამი პოზიციით დაწინაურდა და მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.
ცნობისთვის, წელი პირველ ნომრად დაასრულეს როგორც ლაშა შავდათუაშვილმა (-73კგ), ისე ტატო გრიგალაშვილმაც (-81კგ).