"დე ბრუინმა ცეცხლი უნდა მონახოს, რათა შეუჩერებელი გახდეს" | პეპ გვარდიოლა » სპორტის ხაზი

"დე ბრუინმა ცეცხლი უნდა მონახოს, რათა შეუჩერებელი გახდეს" | პეპ გვარდიოლა

"დე ბრუინმა ცეცხლი უნდა მონახოს, რათა შეუჩერებელი გახდეს" | პეპ გვარდიოლა
23-12-2022, 17:43
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, გვიან ღამით გამართული ინგლისის ლიგის თასის 1/8 ფინალური შეხვედრა, რომელიც მანჩესტერ სიტისა და ლივერპულს შორის ეტიჰადზე შედგა, საბოლოოდ ქალაქელებმა უხვგოლიან შეხვედრაში 3:2 მოიგეს.

აღნიშნულ დაპირისპირებაში 9.0 რეიტინგით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კევინ დე ბრუინი გახდა, რომელმაც ორ საგოლე გადაცემასთან ერთად, ლივერპულის კართან არაერთი ხიფათი შექმნა.

სწორედ ბელგიელ ნახევარმცველზე ჰკითხეს მატჩის შემდეგ მანჩესტერ სიტის მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას, რომელმაც განმარტა, რომ დე ბრუინს შეუჩერებლობამდე საკუთარ თავში ცეცხლის პოვნა მიიყვანს:

"კევინმა იმ ცეცხლით უნდა ითამაშოს ხოლმე, როგორც ეს ლივერპულთან გააკეთა, ის შეუდარებელი ფეხბურთელია. რამდენი წელია დე ბრუინი აქ არის? - შვიდი, რვა, ის ნამდვილი ლეგენდაა. კევინს ყოველთვის ვეუბნები, რომ თამაშამდე საკუთარ თავში ცეცხლი მონახოს და როდესაც ის ამას აკეთებს, შეუჩერებელი ხდება." - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი