კახაბერ ჯინჭარაძის მორიგი MVP ერაყის ლიგაში » სპორტის ხაზი

კახაბერ ჯინჭარაძის მორიგი MVP ერაყის ლიგაში

კახაბერ ჯინჭარაძის მორიგი MVP ერაყის ლიგაში
22-12-2022, 10:46
Aa Aa
გაზიარება:

ერაყის ლიგაში წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს ქართველი კალათბურთელი, კახა ჯინჭარაძე. ფორვარდის ლიდერობით კლუბმა “ალ კაჰრაბამ” მორიგი მატჩი მოიგო. მეტოქე უშუალო კონკურენტი “ღაზ ალ-შამალი” გახლდათ, რომელსაც კაჰრაბელებმა 109:78 სძლიეს.

ჯინჭარაძე მოედანზე მყოფთაგან ყველაზე შედეგიანი იყო და მატჩის MVP-ის ტიტულიც დაიმსახურა. ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე 35 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვდა. მისი შედეგიანობით კაჰრაბელთა გამარჯვებას საფრთხე არ დამუქრებია და საბოლოოდ ჯინჭარაძის გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი