"ნაპოლის სერია A-ში 100 ქულის აღებაც შეუძლია" | სტეფანო პიოლი » სპორტის ხაზი

"ნაპოლის სერია A-ში 100 ქულის აღებაც შეუძლია" | სტეფანო პიოლი

"ნაპოლის სერია A-ში 100 ქულის აღებაც შეუძლია" | სტეფანო პიოლი
21-12-2022, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, იტალიის ჩემპიონატი 4 იანვარს განახლდება, რომლის ერთ-ერთ პირველ შეხვედრას სალერნიტანა და მილანი ერთმანეთში გამართავენ.

სწორედ მილანის თავკაცს, სტეფანო პიოლის ჰკითხეს იტალიის ჩემპიონატის დაძაბულობისა და ფავორიტების შესახებ, სადაც პიოლიმ ნაპოლი სხვა დანარჩენი გუნდებისგან გამოარჩია:

"ნაპოლი თუ ისე ითამაშებს სეზონის მეორე ნახევარში როგორც ეს პირველში გააკეთა, მაშინ მათ 100 ქულის აღებაც კი შეეძლებათ." - თქვა მილანის მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს ნაპოლი 41 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ მილანს 8 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი