ხავი: “ჩემპიონთა ლიგის გარდა, სხვა ჰიმნის მოსმენა არ გვსურს” » სპორტის ხაზი

ხავი: “ჩემპიონთა ლიგის გარდა, სხვა ჰიმნის მოსმენა არ გვსურს”

ხავი: “ჩემპიონთა ლიგის გარდა, სხვა ჰიმნის მოსმენა არ გვსურს”
21-12-2022, 18:55
Aa Aa
გაზიარება:

“ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ კლუბის ოფიციალურ არხთან საინტერესოდ ისაუბრა. გთავაზობთ მის ინტერვიუს:

"ევროპა ლიგაზე თამაში? ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის გარდა, სხვა არცერთი ჰიმნის მოსმენა გვსურს. ალბათ, ეს გაზრდისთვის საჭიროა, მაგრამ არ მოგვწონს, გვაბრაზებს. ეს იმედისგამაცრუებულია. გვახსენდება, რომ ვთამაშობთ ტურნირზე, სადაც ყოფნა არ გვინდა.

ევროპა ლიგას მაინც ველოდები. იმედია, ნახევარფინალს ან ფინალს მივაღწევთ.
თუ ლა ლიგას მოვიგებთ, სეზონი ჩვენთვის კარგი გამოვა" - განაცხადა კატალონიელთა დამრიგებელმა.


უეფას რანგით მეორე ტურნირის, ევროპა ლიგის მეთექვსმეტედფინალში "ბლაუგრანა” "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი