ისტორიული მიღწევა ქართული სპორტისთვის - ნიკა ამაშუკელი ექვსი ერის მატჩს განსჯის » სპორტის ხაზი

ისტორიული მიღწევა ქართული სპორტისთვის - ნიკა ამაშუკელი ექვსი ერის მატჩს განსჯის

ისტორიული მიღწევა ქართული სპორტისთვის - ნიკა ამაშუკელი ექვსი ერის მატჩს განსჯის
21-12-2022, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

ნიკა ამაშუკელი 2023 წლის 26 თებერვალს საფრანგეთსა და შოტლანდიას შორის ექვსი ერის მესამე ტურის შეხვედრას განსჯის. 28 წლის ქართველ რეფერის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უძველეს საერთაშორისო რაგბის ტურნირზე ზედიზედ მეორე წელია იწვევენ.

ექვსი ერის წინამორბედი ტურნირი 1882 წელს დაარსდა და პირველი გამარჯვებული 1883 წელს გამოვლინდა. თავდაპირველად მასში ინგლისი, შოტლანდია, ირლანდია და უელსი მონაწილეობდნენ, 1910 წლიდან კი მათ საფრანგეთი დაემატა და შეჯიბრი ხუთი ერი გახდა, 2000 წლიდან კი მონაწილეთა რაოდენობა იტალიის დამატებით ექვსამდე გაიზარდა.

ამაშუკელი გახდა პირველი რეფერი ტიერ2 სარაგბო ქვეყნებიდან, რომელიც ამ ტურნირზე მიიწვიეს. შარშან ის საფრანგეთი-იტალიაზე გვერდითი, ხოლო ირლანდია-იტალიაზე მთავარი მსაჯი იყო. სასიამოვნოა, რომ მსოფლიო თასის წინ ის ასეთი მაღალი დონის ტურნირზე კვლავ მიიწვიეს, რასაც წინ უძღოდა ნიკას დანიშვნები მაღალი დონის თამაშებზე ოთხ ერზე, ზაფხულისა და შემოდგომის ტესტ-მატჩებზე, ასევე საკლუბო ტურნირებზე.

ისტორიული მიღწევა ქართული სპორტისთვის - ნიკა ამაშუკელი ექვსი ერის მატჩს განსჯის

ნიკა ამაშუკელმა ქართულ სპორტს მორიგი წარმატება მოუტანა

"ზედიზედ მეორედ წარვსდგები ექვს ერზე მთავარი მსაჯის რანგში და უზომოდ გახარებული ვარ. 26 თებერვალს „სტად ფრანსეზე“ საფრაგეთისა და შოტლანდიის შეხვედრას განვსჯი. ყველამ იცის როგორი მებრძოლი გუნდია შოტლანდია და როგორ ჩინებულ რაგბის თამაშობს საფრანგეთი. ტურნირზე პირველი დანიშვნა ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული მოვლენა იყო და ბედნიერი ვარ ექვსი ერის ნაწილი კიდევ ერთხელ რომ გავხდები და იქ ჩემს ქვეყანას წარვადგენ.

ქართველებისთვის ეს ტურნირი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც იტალიისა და უელსის დამარცხებით დიდი განაცხადი გავაკეთეთ. ვფიქრობ, ჩემი იქ ყოფნა ძალიან დიდი სარგებლის მომტანი იქნება ქართული რაგბისთვის. გარდა ამისა, მსოფლიო თასის წინ ასეთი მაღალი დონის ტურნირში მოხვედრა იმის ნიშანია, რომ მსოფლიო რაგბის თვალთახედვის არეალში ვარ და მაქვს შანსი მოვხვდე იმ 19 მსაჯს შორის, რომლებიც 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასს მოემსახურებიან." – განაცხადა ამაშუკელმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა 2023 წლის 26 თებერვალს საფრანგეთსა და შოტლანდიას შორის გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი