SAOT-ის ახალი ტექნოლოგია სერია A-ში | როდიდან ამოქმედდება სიახლე? » სპორტის ხაზი

SAOT-ის ახალი ტექნოლოგია სერია A-ში | როდიდან ამოქმედდება სიახლე?

SAOT-ის ახალი ტექნოლოგია სერია A-ში | როდიდან ამოქმედდება სიახლე?
20-12-2022, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

თანამედროვე ფეხბურთი სწრაფი ტემპებით რომ ვითარდება, ამას არაერთი ფაქტი ადასტურებს. თუნდაც, მაგალითისთვის ის ახალი ტექნოლოგიები გამოდგება, რომელსაც როგორც FIFA, ისე UEFA დროთა განმავლობაში სპორტის ამ სახეობაში ნერგავს.

სწორედ ასე, წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატი იმით იყო გამორჩეული, რომ მასში არაერთხელ ვიხილეთ ახალი ტექნოლოგია, რომელიც თამაშგარე მდგომარეობას კომპიუტერიზებულად ადგენდა.

აღნიშნული სიახლე, როგორც აღმოჩნდა, იტალიის ჩემპიონატის მესვეურებსაც მოეწონათ და სწორედ ისინი გახდებიან პირველები საკლუბო ლიგიდან, ვინც SAOT-ის ამ ახალ ტექნოლოგიას დანერგავენ.

ცნობისთვის, აღნიშნული ტექნოლოგიის გამოჩენა 27 იანვრიდან, შესაბამისად, იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურიდან იგეგმება. თავდაპირველად, იტალიელებს მისი გამოყენება ჩემპიონატის განახლებისთანავე სურდათ, თუმცა გარკვეული სატესტო დეტალების გამო, SAOT-ის სადებიუტო გამოჩენამ რამდენიმე კვირით გადაიწია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი