ელენე ქებაძე: “სამწუხაროა, მსოფლიო ჩემპიონი ხდები და სამინისტროდან არავინ გხვდება » სპორტის ხაზი

ელენე ქებაძე: “სამწუხაროა, მსოფლიო ჩემპიონი ხდები და სამინისტროდან არავინ გხვდება

ელენე ქებაძე: “სამწუხაროა, მსოფლიო ჩემპიონი ხდები და სამინისტროდან არავინ გხვდება
20-12-2022, 12:40
Aa Aa
გაზიარება:

28 წლის ქართველი სპორტსმენი, ელენე ქებაძე, რომელმაც ყირგიზეთში სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე იმარჯვა, სოც.ქსელში უკმაყოფილებას გამოთქვამს სპორტის სამინისტროსადმი. გთავაზობთ მის პოსტს.

"სამწუხაროა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი ხდები უკვე მეორედ და სპორტის სამინისტროდან აეროპორტშიც კი არავინ გხვდება, აღარაფერს ვამბობ პირადად შეხვედრაზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სპორტის მინისტრი ქალბატონია. კარგი, ალბათ არ სცალიათ, ყველაფერი გასაგებია. შესაძლებელია, რომ ყველაფერს თავისი ახსნა მოვუძებნოთ, მაგრამ იმ ფაქტზე რას იტყვით, როდესაც სპორტის სამინისტრო მოგილოცავს ფეისბუქზე და დღეს ვნახულობთ, რომ ეს პოსტი წაშლილია?! ძალიან სამარცხვინოა, რომ მილოცვა უკან წაიღეს.

არაუშავს, მე ვაგრძლებ ვარჯიშს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი გულშემატკივარი და სრულიად საქართველო კიდევ ბევრჯერ გავახარო და ვასახელო!”- წერს ელენე.

ქართველი ათლეტი +80 კილოგრამ წონით კატეგორიაში გახდა ჩემპიონი და გადამწყვეტ ბრძოლაში რუსი ანჟელა გასპარიანი დაამარცხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი