“რეალის” ვარსკვლავმა, კარიმ ბენზემამ გუშინ სანაკრებო კარიერა დაასრულა. მიუხედავად ამისა, არსებობს შანსი, რომ იგი “მამლებს” დაუბრუნდეს, ეს ერთ შემთხვევაში მოხდება.
როგორც Footmercato იტყობინება, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ზინედინ ზიდანი დაინიშნება.
იმ შემთხვევაში თუ დეშამის წასვლა გადაწყდა, მის შესაძლო შემცვლელთაგან ყველაზე დიდი შანსი სწორედ ზიდანს ექნება: მას არაერთხელ უთქვამს, რომ საფრანგეთის ნაკრებში სიამოვნებით იმუშავებდა.
ბენზემა გუშინ 35 წლის გახდა. მან მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ტრავმა მიიღო და ტურნირი გამოტოვა.საფრანგეთის ნაკრებში ბენზემამ 97 მატჩი ჩაატარა და 37 გოლი გაიტანა.