"ეს ჩვენთვის დამატებითი მუხტია...", - კაპიტანმა ნაკრებში არსებულ განწყობაზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"ეს ჩვენთვის დამატებითი მუხტია...", - კაპიტანმა ნაკრებში არსებულ განწყობაზე ისაუბრა

"ეს ჩვენთვის დამატებითი მუხტია...", - კაპიტანმა ნაკრებში არსებულ განწყობაზე ისაუბრა
21-09-2022, 11:59
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება. ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე გუშინ ჩვენმა გუნდმა 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ვილი სანიოლის გუნდი წლის ბოლო ოფიციალურ საშინაო მატჩს ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ 23 სექტემბერს გამართავს. 26 სექტემბერს ჩვენი გუნდი სტუმრად გიბრალტარში ითამაშებს.

გუშინდელი საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ, წლის დასკვნით ოფიციალურ მატჩებთან დაკავშირებით, გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ ისაუბრა:

"ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კარგი გუნდია. ჯგუფში ჩვენი კონკურენტები არიან დღესაც. ვფიქრობ, რთული თამაში იქნება. ძალიან სასიამოვნოა, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი მუხტია ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის. აუცილებლად ვეცდებით, რომ თამაში მოვიგოთ, რადგან ძალიან გვსურს ჯგუფური ეტაპის თბილისში მოგება.

ძალიან ჯანსაღი კონკურენციაა გუნდში, ყველა მეგობრულად არის განწყობილი ერთმანეთთან, რაც ძალიან სასიამოვნოა. კარგია ასეთ გუნდში მუშაობა. ბევრმა ფეხბურთელმა დიდი პროგრესი განიცადა და ეს ძალიან წაადგება ჩვენ ნაკრებს
".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი