"არ არის ბენზემა და.." | მესუთ იოზილი კარიმის დანაკლისზე წერს » სპორტის ხაზი

"არ არის ბენზემა და.." | მესუთ იოზილი კარიმის დანაკლისზე წერს

"არ არის ბენზემა და.." | მესუთ იოზილი კარიმის დანაკლისზე წერს
19-12-2022, 19:15
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გუშინ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი დასრულდა, რომლის ფინალშიც ძირითადი დროის 3:3 დასრულების შემდეგ, არგენტინის ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და მუნდიალის ტიტულს ისტორიაში მესამეჯერ დაეუფლა.

კარგად ნაცნობია ისიც, რომ საფრანგეთის ნაკრებს ჩემპიონატამდე ძალიან დიდი დანაკლისი ჰქონდა, განსაკუთრებით კი კარიმ ბენზემას სახით, რომლის არყოფნაც მესუთ იოზილმა შემდეგნაირად ახსნა: "No Benzy No Party - არ არის ბენზემა, არ არის ფართი" - დაწერა იოზილმა.

ცნობისთვის, მაშინ, როდესაც საფრანგეთის ნაკრებს კარიმ ბენზემა გამოაკლდა, პირველ ჯერზე დიდიე დეშამმა მისი ჩანაცვლება იუარა და თქვა, რომ ბენზემას არავინ შეცვლიდა. ხოლო მაშინ, როდესაც კარიმის დაბრუნების შესაძლებლობა გაჩნდა და შესაბამისად, ამის შესახებ დეშამსაც ჰკითხეს, დიდიემ კითხვა უბრალოდ დააიგნორა და პასუხი არ გასცა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი