კილიან მბაპე წინ მიიწევს ! - რამდენი გოლი აქვს გატანილი 23 წლის ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონატზე, საფრანგეთის ნაკრებში...? » სპორტის ხაზი

კილიან მბაპე წინ მიიწევს ! - რამდენი გოლი აქვს გატანილი 23 წლის ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონატზე, საფრანგეთის ნაკრებში...?

კილიან მბაპე წინ მიიწევს ! - რამდენი გოლი აქვს გატანილი 23 წლის ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონატზე, საფრანგეთის ნაკრებში...?
19-12-2022, 14:58
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის კულმინაცია ვიხილეთ, სადაც არგენტინამ თერთმეტმეტრიანების სერიაში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა და მუნდიალის ტიტული ისტორიაში მესამედ მოიპოვა.

ზედიზედ მეორე მუნდიალის მოგებასთან ძალიან ახლოს იყო კილიან მბაპე, რომელმაც ფინალში სამი გოლი გაიტანა და 8 გოლით მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

კილიან მბაპე წინ მიიწევს ! - რამდენი გოლი აქვს გატანილი 23 წლის ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონატზე, საფრანგეთის ნაკრებში...?

კილიანი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო გამტანი გახდა

23 წლის ფეხბურთელმა 'პსჟ' - ში დაწყებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, თავი მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოიჩინა და კიდევ ერთხელ საფეხბურთო სამყაროს დაუმტკიცა, რომ მას ყველანაირი რეკორდების განმეორება და შემდეგ დამყარება შეუძლია.

რამდენი გოლი აქვს გატანილი მბაპეს საფრანგეთის ნაკრებში?

მბაპეს სანაკრებო კარიერა შესაძლოა კემერუნში წარმართულიყო, რადგან მისი მშობლები სწორედ კამერუნიდან არიან, თუმცა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ მალევე მოახერხა კილიანის საკუთარ რიგებში გაწევრიანება. მბაპე პირველად საფრანგეთის ნაკრებში 2017 წლის მარტში გამოიძახეს, როდესაც იგი 18 წლის იყო.

მან 13 მატჩი ჩაატარა ნაკრების ახალგაზრდულ გუნდში, სადაც გულშემატკივარზე და მწვრთნელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ კარგ თამაშს კი ძირითად გუნდში დაწინაურება მოჰყვა - კილიანის დებიუტი ლუქსემბურგთან შედგა, როდესაც იგი მატჩში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო. იმ შეხვედრაში მბაპემ გოლის გატანა ვერ მოახერხა, ახალგაზრდა შემტევის პირველი გოლი ნიდერლანდებთან ამხანაგურ მატჩში ვიხილეთ. სადებიუტო გოლის შემდეგ, დაიწყო კილიან მბაპეს განვითარება, ფეხბურთელის რომელიც მომავალში ბევრ რამეს გვპირდება.

კილიანს საფრანგეთის ნაკრების რიგებში 66 მატჩი აქვს გამართული, თუმცა პირველ - 12 შეხვედრაში მან მხოლოდ 3 გოლის გატანა მოახერხა.


ახლა მბაპეს ანგარიშზე ნაკრების მაისურით 36 გოლია

საფრანგეთის ნაკრების ტოპ - 5 გოლეადორი:

1)ოლივიერ ჟირუ - 52 გოლი

2)ტიერი ანრი - 51 გოლი

3)ანტუან გრიზმანი - 42 გოლი

4)პლატინი - 41 გოლი

5)კარიმ ბენზემა - 37 გოლი

6)კილიან მბაპე - 36 გოლი

აღსანიშნავია, რომ ჟირუ ფრანგების მომბარდირი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე გახდა, თუმცა ალბათ ბევრი იზიარებს იმ აზრს, რომ კილიანი ამ რეკორდსაც მოსხნის და ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდება.

რამდენი გოლი აქვს გატანილი მბაპეს მსოფლიო ჩემპიონატზე?


2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა კილიანის საფეხბურთო კარიერაში ყველაფერი რადიკალურად შეცვალა, რადგან 19 წლის ბიჭმა ოთხი გოლი გაიტანა (2 არგენტინის წინააღმდეგ) და მუნდიალის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

ოთხი წლის შემდეგ, კი მბაპემ 8 გოლი გაიტანა (3 მუნდიალის ფინალში) და გათამაშების საუკეთესო გამტანი ფეხბურთელი გახდა. ამ შედეგის შემდეგ, მას ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე 12 გოლი აქვს მხოლოდ 14 მატჩში, რაც რა თქმა უნდა საოცარი შედეგია.

მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ტოპ 5 ბომბარდირი:

1) მიროსლავ კლოზე - 16 გოლი

2) რონალდო (ბრაზილიელი) - 15 გოლი

3) გერდ მიულერი - 14 გოლი

4) ფონტაინი (საფრანგეთი) - 13 გოლი

4) ლიონელ მესი - 13 გოლი

5) პელე - 12 გოლი

5) კილიან მბაპე - 12 გოლი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი