მთელი პრემიერ ლიგა კვარაცხელიას გასაფორმებლად იბრძვის | დეტალები » სპორტის ხაზი

მთელი პრემიერ ლიგა კვარაცხელიას გასაფორმებლად იბრძვის | დეტალები

მთელი პრემიერ ლიგა კვარაცხელიას გასაფორმებლად იბრძვის | დეტალები
19-12-2022, 17:25
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში, ხვიჩა კვარაცხელიას ფანტასტიკური თამაშის გავლენა ყველაზე მეტად ინგლისურ კლუბებს ეტყობათ, ამის დასტური კი ის გახლავთ, რომ სწორედ პრემიერ ლიგის წარმომადგენლები აქტიურობენ სატრანსფერო სიახლეების დროს, როდესაც საქმე ქართველ ფეხბურთელს ეხება.

სწორედ ამ თემის შესახებ წერს ბრიტანული Thehardtackle, რომელიც გვამცნობს, რომ ლივერპულთან და ჩელსისთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიას გადასაბირებელ ბრძოლაში მანჩესტერ იუნაიტედიც ერთვება: "ამ სეზონში კვარაცხელია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო იარაღია. ქართველმა ფეხბურთელმა მთელი იტალია შტურმით აიღო და ნაპოლი სკუდეტოს მოგების მთავარი პრეტენდენტი გახადა. სწორედ ამიტომ, პრემიერ ლიგის გიგანტებიდან საქმეში მანჩესტერ იუნაიტედიც ჩაერთო." - წერს სპორტული გვერდი.

აღნიშნული გვერდი ქართველი ფეხბურთელის ქებას განაგრძობს: "კვარაცხელიას ნაპოლის გულშემატკივრებმა კვარადონა დიეგო მარადონას საპატივსაცემოდ შეარქვეს, რაც განსაკუთრებული მიღწევაა. ქართველმა ფეხბურთელმა არამარტო იტალიაში, არამედ ჩემპიონთა ლიგაშიც გაიბრწყინა როგორც ლივერპულის, ისე აიაქსის წინააღმდეგ."

აღსანიშნავია, რომ Thehardtackle კვარაცხელიას მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლას ორი მიზეზით ხსნის: პირველი, ეს ჯეიდონ სანჩოს ჩაგდებული ტრანსფერია, რომელშიც "წითელმა ეშმაკებმა" ასტრონომიული თანხა გადაიხადეს, მეორე კი კრიშტიანუ რონალდუა, რომელმაც კლუბი დატოვა და ადგილი გამოათავისუფლა, მისი ათვისება კი, ამავე გვერდის აზრით, ხვიჩა კვარაცხელიას იდეალურად გამოუვიდოდა.

გარდა ამისა, იწერება ისიც, რომ ლივერპულის გულის მოგების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიათი სერიოზულად დაინტერესდა ლონდონის ჩელსიც, რომელსაც თუ რაფაელ ლეაოს გაფორმება არ გამოუვა, მაშინ სხვა ვარსკვლავზე გადაერთვება, ქართველი მოთამაშე კი ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი