ჟოზე მოურინიო პორტუგალიის ნაკრებს ჩაიბარებს | რა ბედი ეწევა რომას? » სპორტის ხაზი

ჟოზე მოურინიო პორტუგალიის ნაკრებს ჩაიბარებს | რა ბედი ეწევა რომას?

ჟოზე მოურინიო პორტუგალიის ნაკრებს ჩაიბარებს | რა ბედი ეწევა რომას?
18-12-2022, 18:45
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ფერნანდო სანტუში თანამდებობიდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც მისმა ნაკრებმა მუნდიალის 1/4 ფინალში კრახი ვალიდ რეგრაგის მაროკოს წინააღმდეგ განიცადა.

შესაბამისად, გამოთავისუფლებული პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობა ხელმისაწვდომი არაერთი სპეციალისტისთვის გახდა, მათ შორის რომას ამჟამინდელი დამრიგებლისთვის, ჟოზე მოურინიოსთვის, რომელიც, როგორც იწერება, ნაკრებს თავად ჩაიბარებს.

ბრიტანელები წერენ, რომ ჟოზე ამ შანსის ხელიდან გაშვებას არ აპირებს და პორტუგალიის ნაკრების ჩაბარებას არავის დაუთმობს. ცხადია, პარალელურად იარსებებს კითხვა, თუ რა ბედი ეწევა რომას? - ბრიტანელები იმასაც წერენ, რომ ჟოზე მოურინიო რომას არ დატოვებს და პორტუგალიელი სპეციალისტი ერთბაშად ორ თანამდებობაზე იმუშავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი