"კვარაცხელია ის იქნებოდა, ვინც ლივერპულის პრობლემებს გააქარწყლებდა" | Footballfancast » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია ის იქნებოდა, ვინც ლივერპულის პრობლემებს გააქარწყლებდა" | Footballfancast

"კვარაცხელია ის იქნებოდა, ვინც ლივერპულის პრობლემებს გააქარწყლებდა" | Footballfancast
18-12-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

ბრიტანული სპორტული გვერდი, Footballfancast ლივერპულის პრობლემებზე წერს და ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას მოიაზრებს იმ ფეხბურთელად, რომელსაც კლოპის პრობლემების გაქრობა და გაქარწყლება შეეძლებოდა.

მოგეხსენებათ, ლივერპულს პრემიერ ლიგაში ბოლო წლების ყველაზე ცუდი სტარტი აქვს, რომლის გამოსწორებასაც კლოპის ბიჭები სეზონის მეორე ნახევარში შეეცდებიან. შესაბამისად, მერსესაიდელების აქტიურობას სატრანსფერო ფანჯრის დროსაც უნდა ველოდოთ, რომლის განმავლობაშიც მათ ქართველი ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიას გაფორმება შეუძლიათ, რომელსაც ლივერპულელები კარგად მას შემდეგ იცნობენ, რაც ნაპოლის ვინგერმა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ინგლისელები უბრალოდ გაანადგურა - 4:1.

ნაპოლის ვინგერის ასეთმა თამაშმა, მაშინ თავად იურგენ კლოპიც აღაფრთოვანა, რომელმაც მატჩის შემდეგ კვარაცხელიასადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა: "ის ძალიან კარგი ბიჭია. ხვიჩა სწრაფი მოთამაშეა, რომლის დაცვაც ურთულესია. როდესაც კვარაცხელია პირველ მოძრაობას აკეთებს, შემდეგ უკვე ყველაფერი დასრულებულია. ხვიჩა კვარაცხელია თავხედი ფეხბურთელია და მეტოქის მოტყუება ბევრი თვალსაზრისით შეუძლია." - თქვა იმედგაცრუებულმა კლოპმა.

Footballfancast კვარაცხელიას ქებას განაგრძობს: "ფაქტობრივად, იურგენ კლოპს შეეძლო, რომ სატრანსფერო ფანჯრისას თავისი ბუკაიო საკა ეყიდა. კვარაცხელიას სწორედ საკას ადარებდნენ 2022 წელს ნაჩვენები თამაშის შემდეგ, რადგან ეს ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი სტატისტიკურად ერთმანეთს მართლაც ძალიან წააგავდნენ."

"ყველაფრის გათვალისწინებით, ქართველი ფეხბურთელის ლივერპულის მაისურით ნახვა, კლოპის პრობლემებს საერთოდ გააქარწყლებდა. ქართველი ვინგერის გაფორმება მართლაც ძალიან დიდი გადატრიალება იქნებოდა. ხვიჩა კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელსაც იურგენ კლოპი პრობლემების მოსაგვარებლად იდეალურად გამოიყენებდა." - წერს ბრიტანული გვერდი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი