“უკანასკნელი ტანგო” - ლეოს ბოლო შანსი » სპორტის ხაზი

“უკანასკნელი ტანგო” - ლეოს ბოლო შანსი

“უკანასკნელი ტანგო” - ლეოს ბოლო შანსი
18-12-2022, 15:46
Aa Aa
გაზიარება:

დღეს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალია. ლიონელ მესი და მისი კამპანია საფრანგეთის წინააღმდეგ იბრძოლებს. უამრავი კითხვა ისმის, დებატებიც ხშირია, მაგრამ ეს ალბათ, ბოლო შანსია იმ ფეხბურთელისათვის, რომლის ზღაპრულ კარიერას ერთი მარგალიტი აკლია-მუნდიალი.

ლიონელს ერთი ნაბიჯი აშორებს, რომ კარიერაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც ჩაიწეროს. ე.წ “GOAT” - თა სიაში პელესა და მარადონასთან პაექრობაში გამარჯვებისათვის მას დღეს უდიდესი შანსი მიეცემა, თანაგუნდელებიც აუბამენ მხარს, ერთი მიზნისთვის გაერთიანდებიან.

დღეს თუ არგენტინა გაიმარჯვებს, ეჭვქვეშ ალბათ აღარაფერი იქნება, კიდევ ერთი ძვირფასი ქვა ლიონელის კარიერულ საბადოში - ყველა დროის საუკეთესო? შეიძლება აქ კითხვის ნიშნის დასმა აღარ მოგვიწიოს.

ბიჭი როსარიოდან- ნეტავ, წარმოიდგენდა, რომ ოდესმე დადგებოდა დღე, როცა დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა უმეტესობა მის გარშემო გაერთიანდებოდა და მიზნის მიღწევის გზაზე გულმხურვალედ უქომაგებდა? რატომაც არა… ერთ დღეს წარმოუდგენელი ფიქრები, ოცნებები რეალობად შეიძლება იქცეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი