განახლებული ინფორმაცია! - ვინ გამოაკლდება საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში » სპორტის ხაზი

განახლებული ინფორმაცია! - ვინ გამოაკლდება საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში

განახლებული ინფორმაცია! - ვინ გამოაკლდება საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში
18-12-2022, 13:31
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათში მსოფლიო ჩემპიონატის კულმაცია გველოდება, სადაც მუნდიალის თასისთვის ერთმანეთს საფრანგეთის და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ტრამვიანობის მხრივ კარგი მდგომარეობაა 'ალბისტელესეს' რიგებში - ლიონელ სკალონის მოთამაშეების სრული არჩევანი აქვს, გარდა ამისა ნაკრებს დაუბრუნდა მარკოს აკუნია და გონსალო მონტიელი, რომლებმაც მუნდიალის 1/2 ფინალი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს.

განსხვავებული სიტუაციაა საფრანგეთში. 'მამლები' ტიტულის დასაცავად იბრძოლებენ, თუმცა ამ ბრძოლაში ნაკრებს დიდი შანსია ოლივიე ჟირუ გამოაკლდეს, რომელმაც ამ მსოფლიო ჩემპიონატზე 4 გოლი გაიტანა და ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (52 გოლი).

განახლებული ინფორმაცია! - ვინ გამოაკლდება საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში

ჟირუმ ტიერი ანრის გადაასწრო და ნაკრების ბომბარდირი გახდა

ფინალის წინა დღეს talkSPORT-თან საუბრისას საფეხბურთო ექსპერტმა, სივერცენმა თქვა: "ფრანგული პრესის ბოლო ინფორმაციის მიხედვით, გუშინ 24-ე მოთამაშეთ ივარჯიშა, თუმცა საინტერესოა ისიც, რომ ოლივიე ჟირუს ნაცვლად ვარჯიშების ძირითად ნაწილში მონაწილეობას მარკუს ტურამი იღებდა."

მედიაში გავცრელდა ინფორმაცია, რომ ჟირუმ ვარჯიშზე დაზიანება მიიღო და მას მარკუს ტურამი შეცვლის, თუმცა ამ ინფორმაციის სიზუსტეს მაშინ გავიგებთ, როდესაც დეშამი ფინალისთვის სასტარტო თერთმეტეულს გამოაცხადებს.

როგორ გამოიყენებს დეშამი ტურამს? - "შესაძლოა მარკუს ტურამი დაეხმაროს კილიან მბაპეს მარცხენა ფლანგზე. ტურამს აქვს კარგი თვისება, რომ ითამაშოს უკნიდან და გაამწვავოს შეტევა. ჟირუს არ ყოფნის შემთხვევაში დეშამი დიდი ალბათობით ამ ხერხს მიმართავს."


ტურამს ამ მსოფლიოზე გოლი არ გაუტანია

ჟირუს არყოფნას შესაძლოა აბათილებდეს ისიც, რომ ნაკრებთან ერთად ივარჯიშეს ანდრე რაბიომ და დაიოტ უპამეკანომ, რომლებმაც 1/2 ფინალური ეტაპი ვირუსის გამო გამოტოვეს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.