საუთგეიტს პოსტის დატოვება არ სურს » სპორტის ხაზი

საუთგეიტს პოსტის დატოვება არ სურს

საუთგეიტს პოსტის დატოვება არ სურს
18-12-2022, 12:32
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, ინგლისის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მეოთხედფინალური ეტაპიდან საფრანგეთმა გამოთიშა. გარეთ საუთგეიტის თანამდებობაზე დარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თუმცა სპეციალისტმა ფედერაციას თავად მიმართა, რომ დარჩენა სურს. მისი კონტრაქტი 2024 წლამდეა ძალაში.

Telegraph-ის ცნობით, 52 წლის სპეციალისტს მომდევნო 18 თვის მანძილზე თანამდებობის დატოვების საფრთხე არ ემუქრება. მიუხედავად ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალში, შემდგომ ერთა ლიგასა და ახლა უკვე მსოფლიოზე წარუმატებელი ასპარეზობისა, საუთგეიტს მაინც ენდობიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი