ფიბამ ქართველი და თურქი კალათბურთელები დასაჯა. ჯგუფური ეტაპის მატჩში, რომელიც თბილისში გაიმართა, საქართველოსა და თურქეთის ნაკრებთა მატჩში ინციდენტი მოხდა დუდა სანაძესა ფურკან კოკრმაზს შორის. ინციდენტი გასახდელშიც გაგრძელდა, სადაც მასში ამ კალათბურთელთა გარდა გოგა ბითაძე და თორნიკე შენგელიაც მონაწილეობდნენ. ფიბამ ქართველები უფრო მკაცრად დასაჯა.
გოგა ბითაძე 15 ათასი შვეიცარიული ფრანკით (15 ათას ევროზე ოდნავ მეტი) დასაჯა. გოგას აგრეთვე 3-წლიანი პირობითი დისკვალიფიკაცია მისცეს, რაც ნიშნავს, რომ ბითაძე ავტომატურად მიიღებს ხუთ-მატჩიან დისკვალიფიკაციას, თუკი კიდევ ერთხელ იქნება შემჩნეული რაიმე ინციდენტში.
დუდა სანაძე 3 ათასი შვეიცარიული ფრანკით დაისაჯა, მასაც 3-წლიანი პირობითი დისკვალიფიკაცია მისცეს. მომდევნო დარღვევის შემთხვევაში, სანაძე ავტომატურად 1 მატჩს გამოტოვებს. თორნიკე შენგელიას პირობითი დისკვალიფიკაცია და 5 ათასი შვეიცარიული ფრანკი დაუდგინეს.
კორკმაზი 6 ათასი შვეიცარიული ფრანკით და პირობითი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, რომლის დარღვევის შემთხვევაში, თურქი კალათბურთელი ავტომატურად 3 თამაშს გამოტოვებს.
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია 40 ათასი შვეიცარიული ფრანკით დაისაჯა, თურქეთის - 15 ათასით.