მოგეხსენებათ, ფეხის მოტეხილობის გამო, მანუელ ნოიერი მინიმუმ მომდევნო სეზონამდე იუქმებს.
როგორც მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა განაცხადა, კლუბი ნოიერის შემცვლელის ძებნისას არ იჩქარებს:
"როცა ნოიერის შემცვლელის ძებნის დრო დადგება, ჩვენ გადაწყვეტილების მიღებას არ ვიჩქარებთ. მშვიდად ვიმოქმედებთ და სიტუაციის დადებით/უარყოფით მხარეებს ავწონით", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.