'ნიუკასლის' ინტერესი რეალურია - რას აპირებს 'ნაპოლი' და რა გეგმა აქვს დე ლაურენტისს? » სპორტის ხაზი

'ნიუკასლის' ინტერესი რეალურია - რას აპირებს 'ნაპოლი' და რა გეგმა აქვს დე ლაურენტისს?

'ნიუკასლის' ინტერესი რეალურია - რას აპირებს 'ნაპოლი' და რა გეგმა აქვს დე ლაურენტისს?
16-12-2022, 22:07
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო საათებში გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თითქოს და 'ნიუკასლი' £50 მილიონს ამზადებს ქართველი შემტევისთვის, რაც ბევრი სანდო წყაროსგან ოფიციალურად დადასტურდა.

თუმცა, ინგლისური კლუბის ინტერესის მიუხედავად, როგორც იტალიური გამოცემები ციტირებენ, 'ნაპოლის' პრეზიდენტი, დე ლაურენტისი ხვიჩას გაყიდვას არ გეგმავს, არც ამ თანხად და არც ორმაგ ფასში. მწვრთნელი და გუნდის წარმომადგენლები 21 წლის შემტევის გამოსვლით აღფრთოვანებულნი არიან, ამიტომ იტალიურ კლუბს ასეთი ვარსკვლავის ხელიდან გაშვება არ სურს.

'ნიუკასლის' ინტერესი რეალურია - რას აპირებს 'ნაპოლი' და რა გეგმა აქვს დე ლაურენტისს?

ხვიჩამ თავისი თამაშით საფეხბურთო მედია გააოცა

ამის გარდა ქართველ შემტევს ნეაპოლური კლუბი ძალიან მალე ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტსაც შესთავაზებს. იტალიელებისთვის ხელშემწყობი ის ფაქტორიცაა, რომ კვარაცხელიას 'ნაპოლის' დატოვება და სხვა კლუბში გადასვლა არ სურს. შემტევი ნეაპოლში ბედნიერია და იქ დარჩენას კიდევ დიდი ხნით აპირებს.

შეგახსენებთ, რომ 'კვარამ' სეზონის პირველ ნახევარში 'ნაპოლის' მაისურით 8 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიიწერა.

რაც შეეხება პარტენოპეის, ლუჩანოს ბიჭები სერია A-ს 41 ქულით ლიდერობენ, უახლოესი მდევარი კი 'მილანია' , რომელსაც 33 ქულა აქვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი