"შანსის შესახებ როცა გავიგე, მაშინვე დავთანხმდი" | რომან დოლიძე » სპორტის ხაზი

"შანსის შესახებ როცა გავიგე, მაშინვე დავთანხმდი" | რომან დოლიძე

"შანსის შესახებ როცა გავიგე, მაშინვე დავთანხმდი" | რომან დოლიძე
16-12-2022, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, UFC-ის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ ახალი ბრძოლა 2023 წლის მარტში იტალიელი მარვინ ვეტორის წინააღმდეგ ჩანიშნა, რაზეც რომანმა MMA.Metaratings-თან ისაუბრა:

"როგორც კი გავიგე, რომ UFC-ში მარვინ ვეტორის წინააღმდეგ ჩხუბის გამართვა შემეძლო, წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, თანხმობა პირდაპირ განვაცხადე. ვიცი და მესმის, რომ ეს ჩემთვის დიდი შესაძლებლობა იქნება, რისთვისაც სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ. მარვინი ძლიერი მებრძოლი და მეტოქეა, თუმცა UFC-ში სუსტი არც არავინ არაა." - თქვა რომან დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძემ თავისი ბოლო ბრძოლა ჯეკ ჰერმანოსთან გამართა, რომლის დასრულებაც ქართველმა მებრძოლმა წარმატებით მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი