"კვარაცხელია, ოსიმენი და კიმი ბრწყინვალე მოთამაშეები არიან" | ვილიარეალის მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია, ოსიმენი და კიმი ბრწყინვალე მოთამაშეები არიან" | ვილიარეალის მწვრთნელი

"კვარაცხელია, ოსიმენი და კიმი ბრწყინვალე მოთამაშეები არიან" | ვილიარეალის მწვრთნელი
16-12-2022, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ხვალ ნაპოლისა და ვილიარეალს ამხანაგური შეხვედრა აქვთ ჩანიშნული, რომლის წინაც მეტოქეზე ესპანელთა მთავარმა დამრიგებელმა, კიკე სეტიენმა ისაუბრა:

"ყოველთვის სასიხარულოა, როდესაც ძველი ტრადიციებისა და ისტორიის გუნდს ეთამაშები, რაც დიდ სცენაზე გაბრუნებს. ჩემი ფეხბურთელები, ალბიოლი და რეინა ბედნიერები არიან, რადგან ნაპოლისთან თამაში მოუწევთ, ისინი ძველ კლუბს უბრუნდებიან და გახარებულები არიან."

"მსურს, რომ ლუჩანო სპალეტი და მისი სათამაშო სტილი შევაქო. ვფიქრობ, ისინი რაღაცით გვგვანან, რადგან შესატევად ორივე მრავალფეროვნებას ვირჩევთ. ნაპოლიში უამრავი ძლიერი ფეხბურთელია, განსაკუთრებით კვარაცხელია, ოსიმენი და კიმი. ისინი მუდმივი ზრდისა და პროგრესირების პროცესს გადიან."
- თქვა კიკე სეტიენმა.

ცნობისთვის, ხვალინდელი შეხვედრა ჩვენი დროით 23:30-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი