სანტუში პორტუგალიას აღარ უხელმძღვანელებს » სპორტის ხაზი

სანტუში პორტუგალიას აღარ უხელმძღვანელებს

სანტუში პორტუგალიას აღარ უხელმძღვანელებს
15-12-2022, 22:21
Aa Aa
გაზიარება:

პორტუგალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. მათ მაროკომ სძლია.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფერნანდუ სანტუში მთავარი მწვრთნელის პოსტზე აღარ იქნება.

იგი ნაკრებს სათავეში ჯერ კიდევ 2014 წელს ჩაუდგა. 2016 წელს მან პორტუგალიას ევროპის ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა.

მუნდიალიდან გამოვარდნის შემდგომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სანტუში მწვრთნელის თანამდებობას შეინარჩუნებდა, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი