ტეო: "ეს წარმოუდგენელია" » სპორტის ხაზი

ტეო: "ეს წარმოუდგენელია"

ტეო: "ეს წარმოუდგენელია"
15-12-2022, 12:08
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრებმა მაროკო 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. მატჩის დასრულების შემდეგ ფრანგთა მარცხენა მცველმა, ტეო ერნანდესმა, რომელმაც გოლი გაიტანა, მედიას ესაუბრა:

„ეს წარმოუდგენელია. ჩვენ ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავედით. საფრანგეთმა შესანიშნავი სამუშაო შეასრულა, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო. ფინალი არგენტინასთან ადვილი არ იქნება. ამ მატჩის მოსაგებად თავს არ დავზოგავთ.

ჩემს ძმაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მარტივი არ არის. იმედი მაქვს, ფინალს დაესწრება. ეს ყველაფერი მაინც წარმოუდგენელია. ვაპირებ ფინალით ჩემს ოჯახთან, მეგობრებთან და გუნდელებთან ერთად ვისიამოვნო. წინ დიდი მატჩი გველოდება.“

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი 18 დეკემბერს 19:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი