მეორე ფინალისტის ვინაობაც ცნობილია » სპორტის ხაზი

მეორე ფინალისტის ვინაობაც ცნობილია

მეორე ფინალისტის ვინაობაც ცნობილია
15-12-2022, 01:20
Aa Aa
გაზიარება:

ცოტა ხნის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალის მეორე მონაწილის ვინაობაც შევიტყვეთ-18 დეკემბერს ერთმანეთს არგენტინისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

"ალბისელესტემ" გუშინ ხორვატია 3-0 დაამარცხა, ხოლო საფრანგეთმა ტურნირის ერთ-ერთი აღმოჩენა, მაროკო 2-0. პირველი გოლო ტეო ერნანდესმა, მეორე კი კოლო მუანმა მიითვალა.

მაროკოელებმა დღეს და ზოგადად ტურნირზე ღირსეულად იასპარეზეს. ფრანგები შეაშინეს, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა დღეს იღბალი მათ მხარეს არ იყო.

ფინალი 18 დეკემბერს, 19:00 საათზე დაიწყება. იმასაც გეტყვით, რომ მესამე ადგილისთვის მატჩი 17 დეკემბერს შვიდი საათისთვისაა ჩანიშნული. ამ შეხვედრაში ერთმანეთს ხორვატია და მაროკო დაუპირისპირდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი