სუარეზი მესის ულოცავს: "ყველამ ტაში უნდა დავუკრათ" » სპორტის ხაზი

სუარეზი მესის ულოცავს: "ყველამ ტაში უნდა დავუკრათ"

სუარეზი მესის ულოცავს: "ყველამ ტაში უნდა დავუკრათ"
14-12-2022, 14:32
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, ლიონელ მესიმ გუშინ ხორვატიის ეროვნულ ნაკრებთან ნახევარფინალურ მატჩშიმორიგი ბრწყინვალე სანახაობა შემოგვთავაზა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის საგზურიც მოიპოვა.

მესის ამ გენიალურ თამაშს მისი ძველი მეგობარი, ლუის სუარესი გამოეხმაურა.

"არასდროს იღლები მსოფლიოსთვის იმის ჩვენებით, რომ საუკეთესო ხარ. ყველა უნდა ადგეს და ტაში დაუკრას ყველაფერს, რასაც ეს ბიჭი, ლეო მესი აძლევს ფეხბურთს! საოცრება, მეგობარო"- წერს"ელ პისტოლერომ" ინსტაგრამზე.

არგენტინის მეტოქე დღეს გაირკვევა. ფინალის მეორე საგზურისთვის მაროკო და საფრანგეთი იბრძოლებენ. შეხვედრა 23:00 საათისთვისაა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი