დალიჩი: "ჩემ ფეხბურთელებს არაფერში ვადანაშაულებ" » სპორტის ხაზი

დალიჩი: "ჩემ ფეხბურთელებს არაფერში ვადანაშაულებ"

დალიჩი: "ჩემ ფეხბურთელებს არაფერში ვადანაშაულებ"
14-12-2022, 09:49
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში არგენტინამ ხორვატია 3-0 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხორვატთა მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა მისი გუნდის გამოსვლის შესახებ კომენტარი დააფიქსირა:

“მინდა არგენტინის ნაკრებს ფინალში გასვლა მივულოცო, ხოლო რაც შეეხებათ ჩემს ბიჭებს, მათ არაფერში ვადანაშაულებ. ვფიქრობ, დაახლოებით პირველი 30 წუთის განმავლობაში თამაშის მიმდინარეობას ჩვენ ვაკონტროლებდით, მაგრამ ფორტუნე პირიქით მოგვიბრუნდა, ჩვენ არ გაგვიმართლა.

როგორ გაუშვით პირველი გოლი? ჩემმა ფეხბურთელებმა მსაჯს იმიტომ მიმართეს, რომ მან კუთხური არ დანიშნა და მაშინვე მივიღეთ შეტევა, რის შედეგადაც ჩვენს კარში 11-მეტრიანი დაინიშნა.

საკმაოდ კარგი მომენტები შევქმენით, მაგრამ ჩვენს თამაშს ორიგინალურობა აკლდა. შეტევაში გამწვავება არ ყოფილა – ნამდვილი თავდამსხმელი დაგვაკლდა.

დიახ, ეს მატჩი წავაგეთ, თუმცა საწუწუნო არაფერი მაქვს. დარჩენილი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ – წინ მესამე ადგილისთვის შეხვედრა გველის."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი