ბაიერნმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი შეათანხმა - ნაგელსმანი 25 წლის შუახაზელს იმატებს » სპორტის ხაზი

ბაიერნმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი შეათანხმა - ნაგელსმანი 25 წლის შუახაზელს იმატებს

ბაიერნმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი შეათანხმა - ნაგელსმანი 25 წლის შუახაზელს იმატებს
13-12-2022, 13:47
Aa Aa
გაზიარება:

ბაიერნი კონრად ლაიმერის ტრანსფერის დახურვას უახლოვდება - ფეხბურთელი მიუნხენურ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დიდი ალბათობით 2023 წლის ზაფხულში შეუერთდება.

ინფორმაციას ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

მისივე თქმით, ხელმოწერილი ჯერ კიდევ არაფერია, თუმცა მხარეებმა სიტყვიერ შეთანხმებას და მკაფიო განსაზღვრებას მიაღწიეს: ლაიმერს სურს ბაიერნში თამაში და ნაგელსმანსაც სურდა მისი დამატება 2021 წლიდან.

ცნობისთვის, 25 წლის ნახევარმცველი ლაიპციგის ღირსებას იცავს. გერმანულ Transfermarkt-ს კი ლაიმერი 28 მილიონ ევრო ჰყავს შეფასებული, თუმცა მის კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება და მისი გახანგრძლივება არ იგეგმება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი