'ჩვენ მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე ვფიქრობთ' - 3.9 მილიონიანი ქვეყანა და წარმატებით სავსე გზა სპორტულ სამყაროში » სპორტის ხაზი

'ჩვენ მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე ვფიქრობთ' - 3.9 მილიონიანი ქვეყანა და წარმატებით სავსე გზა სპორტულ სამყაროში

'ჩვენ მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე ვფიქრობთ' - 3.9 მილიონიანი ქვეყანა და წარმატებით სავსე გზა სპორტულ სამყაროში
13-12-2022, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიოანტის ნახევარფინალში ასპარეზობის წინ, ხორვატიამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა თუ რას ნიშნავს სპორტის სიყვარული და როგორ გახდა 3.9 მილიონიანი ქვეყანა ასეთი მაშტაბური სპორტულ სამყაროში.

"ყველამ ჩაიქნია ხელი ჩვენზე, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ მათ, რომ ხორვატია არასდროს ნებდება." - უთხრა ხორვატმა ფეხბურთელმა, ლუკა მოდრიჩმა Gol Mundial-ს მას შემდეგ რაც გუნდმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

თითქმის ყველასთან გაურკვეველია ის ფაქტი, თუ როგორ აქვს მხოლოდ 3,9 მილიონი კაციან ქვეყანას ასეთი მრავალფეროვნება სპორტულ სამყაროში : ფეხბურთში მიღწევების გარდა, ქვეყანას ასევე აქვს ორი დევისის თასის ტიტული, ორი ოლიმპიური ოქროს მედალი ხელბურთში და ორი წყალბურთის მსოფლიო თასი.

'ჩვენ მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე ვფიქრობთ' - 3.9 მილიონიანი ქვეყანა და წარმატებით სავსე გზა სპორტულ სამყაროში

ხორვატია ტიტულების მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა მსოფლიოში

გარდა ამისა, ქვეყანას ასევე აქვს ინდივიდუალური ჯილდოები ძმებ კოსტელიჩებთან, ივან და იანიცასთან ერთად, რომლებსაც აქვთ რვა ოლიმპიური მედალი თხილამურებით სრიალში. ასევე ბლანკა ვლასიჩთან ერთად, რომელმაც მოიპოვა ორი მსოფლიო ჩემპიონატი და კიდევ ორი ​​ოლიმპიური მედალი სიმაღლეზე ხტომაში.

ხორვატები განსაკუთრებულები ფეხბურთშიც არიან, სადაც ქვეყანამ ექვსჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება და სამჯერ გავიდა ნახევარფინალში.


ხორვატიას მსოფლიო ჩემპიონატი არასდროს მოუგია

ხორვატიის წარმატებას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის ის ფაქტი, რომ თითქმის არანაირი ინვესტიცია არ განხორციელებულა სპორტში.

"იოლი არ არის ახსნა-განმარტების პოვნა, თუ რატომ არის ასეთი პატარა ქვეყანა ასეთი წარმატებული სპორტის ამდენ სახეობაში." - თქვა ხორვატმა კალათბურთელმა ანტე ტომიჩმა.

უცნაურად მეჩვენება, რადგან სპორტში დიდ ინვესტიციას არ აკეთებენ. საოცარია. ჩვენ სპორტსმენების ქვეყანა ვართ. ხორვატია ცნობილია სპორტით და ბოლო დროს ტურიზმით."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი