MMA-ის ლეგენდარული მსაჯი : 'თოფურიას დამარცხება მხოლოდ ორ მებრძოლს შეუძლია' » სპორტის ხაზი

MMA-ის ლეგენდარული მსაჯი : 'თოფურიას დამარცხება მხოლოდ ორ მებრძოლს შეუძლია'

MMA-ის ლეგენდარული მსაჯი : 'თოფურიას დამარცხება მხოლოდ ორ მებრძოლს შეუძლია'
17-12-2022, 15:05
Aa Aa
გაზიარება:

MMA-ის ლეგენდარულმა მსაჯმა ბიგ ჯონ მაკარტიმ WEIGHING IN-ის პოდკასტში საუბრისას UFC-ის გასულ ღონისძიებაზე ისაუბრა და განსაკუთრებული აქცენტი ქართველ მებრძოლზე ილია თოფურიაზე გააკეთა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბრაის მიტჩელი მეორე რაუნდში დააფინიშა.

"ბრაის მიტჩელი ილია თოფურიასთან ბრძოლაზე თანხმობისთვის უნდა შევაქო. ამერიკელის გამძლეობამაც გამაკვირვა - რამდენიმე უძლიერესი დარტყმა მიიღო, თუმცა უკან არ იხევდა, წინ მიდიოდა და მცდელობებს აგრძელებდა. ბრაისი მაგარი ბიჭია, მაგრამ ილია თოფურია საოცარი მებრძოლია, 'მატადორს' ჩხუბი სასწაულად გამოსდის. ქართველი ძალიან კარგად ჭიდაობს, დგომში ძალიან ძლიერია, ხელებსა და ფეხებში დიდი ძალა აქვს, გრეპლინგშიც ძალიან ეფექტიანია. ვერაფერს ვიტყვი, ამ სპორტის ნამდვილი გენიოსია და მალე ქვემსუბუქი წონის ტოპ მებრძოლებს შორის იქნება.

MMA-ის ლეგენდარული მსაჯი : 'თოფურიას დამარცხება მხოლოდ ორ მებრძოლს შეუძლია'

ხვალიდან ილია UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის მე-9 ნომერი გახდება

ილია ამ კვირაში რეიტინგში დაწინაურდება და გიგა ჭიკაძის შემდეგ, მე-9 პოზიციაზე ავა. მისი და გიგას ბრძოლა ძალიან მაგარი იქნება, მაგრამ ეს ჭიკაძისათვის ცუდი ვარიანტი გახლავთ. რადგან, ილია 'ნინძას' ცოტა ხნით დგომში ეჩხუბება, შემდეგ პარტერში გადაიყვანს და უდიდესი უპირატესობა ექნება. ილიასთვის წინააღმდეგობის გაწევა არნოლდ ალენსა და მოვსარ ევლოევს შეუძლიათ. ჩემი აზრით, თოფურიას ამჟამინდელი დონე ტოპ 5-ია. წონის რეიტინგში მე-6 ადგილზე 'კორეელი ზომბია', მიყვარს იუნი, მაგრამ ილიასთან შანსი არ ექნება." - თქვა მაკარტიმ.

მოგახსენებთ, რომ 'მატადორმა' UFC-ს ორგანიზაციას ტიტულზე ჩხუბი ან ბრაიან ორტეგასთან დაპირისპირება მოსთხოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი