'ფეხბურთელი ძალიან მაგარია, მაგრამ კაცი არ ყოფილა!' - ვისზე წერს დავით გადელია? » სპორტის ხაზი

'ფეხბურთელი ძალიან მაგარია, მაგრამ კაცი არ ყოფილა!' - ვისზე წერს დავით გადელია?

'ფეხბურთელი ძალიან მაგარია, მაგრამ კაცი არ ყოფილა!' - ვისზე წერს დავით გადელია?
13-12-2022, 19:17
Aa Aa
გაზიარება:

ექიმი, დავით გადელია სოციალურ ქსელში ლეგენდარული ფეხბურთელის, ლიონელ მესის შესახებ წერს.

„ფეხბურთელი ძალიან მაგარია, მაგრამ კაცი არ ყოფილა!

ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელმაც გოლიც გაიტანა, მივიდა თავის ბავშვობის დროინდელ კუმირთან მისალოცად (თანაც დრამატული მატჩის წაგების შემდეგ) და იმ გოიმმა, ჟურნალისტების თვალწინ: "- გადი აქედანა შე ბრიყვო!!"-ო... გოიმტრესტ!..ამაზე გამახსენდა გენიალური ჯიჯი ბუფონის ის ცნობილი ინტერვიუ, უდრამატულესი მატჩის შემდეგ, როცა მადრიდის რეალთან საეჭვო პენალტით წააგეს.

მატჩის შემდეგ, ცხადია განაწყენებული ჯიჯი იძლევა ინტერვიუს და პირდაპირ კადრში ჩაივლის რეალის ფეხბურთელი და ჯიჯი მაინც გადაეხვევა...“
- წერს დავით გადელია.

დავით გადელია მარტო არ არის ის ადამიანი, რომელიც მესის ამგვარ ქმედებას უარყოფს. ნიდერლანდების ნაკრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, 35 წლის ფეხბურთელი მრავალი სფეროს წარმომადგენლების კრიტიკის საგანი გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი