"სერგეი პინიაევი კვარაცხელიაზე მაგარია" | ალექსანდრ კოვალენკო » სპორტის ხაზი

"სერგეი პინიაევი კვარაცხელიაზე მაგარია" | ალექსანდრ კოვალენკო

"სერგეი პინიაევი კვარაცხელიაზე მაგარია" | ალექსანდრ კოვალენკო
13-12-2022, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

ინტერნეტში ვრცელდება კრილია სოვეტოვის ფეხბურთელის, ალექსანდრ კოვალენკოს კომენტარი, რომელიც გულშემატკივრებს, მისი აზრით, ხვიჩა კვარაცხელიაზე უკეთეს ფეხბურთელზე მიუთითებს:

"სერგეი პინიაევი ხვიჩა კვარაცხელიაზე მაგარი ფეხბურთელია. მას ორივე ფეხის გამოყენება იდეალურად გამოსდის და მეტოქეებს ბურთის წართმევის შანსს უბრალოდ არ აძლევს. შეხედეთ კვარაცხელიას სტატისტიკას და მიხვდებით, რომ სერგეი მასზე ძლიერია."

ცნობისთვის, სერგეი პინიაევს კრილია სოვეტოვთან კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს დადებული, მისი საბაზრო ღირებულება კი 3.5 მილიონი ევროა. პინიაევმა ამ სეზონში კრილია სოვეტოვის მაისურით 15 შეხვედრა გამართა, სადაც მან 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი