Tuttosport-ის ყოფილმა დირექტორმა პაოლო დე პაოლამ ქართველ ფეხბურთელზე ხვიჩა კვარაცხელიაზე Radio Marte-ს ეთერში ილაპარაკა, სადაც 21 წლის შემტევი შეაქო და ის კილიან მბაპეს და ლიონელ მესის შეადარა.
"ნაპოლის ქართველ გარემარბს განსაკუთრებული უნარები გააჩნია. მისი დრიბლინგი არავის ჰგავს, რადგან მას ორივე მხარეს უმაღლეს დონეზე შეუძლია მეტოქის მოტყუება, რაც მბაპეს და მესისაც კი არ შეუძლიათ. ის ერთნაირად მსუბუქად ხმარობს ორივე ფეხს, ამით კი მესიზე უკეთესია. კვარა სისწრაფით მბაპეს ჩამორჩება, მაგრამ დრიბლინგში უფრო ძლიერია. მას ფრანგზე უკეთ შეუძლია ბურთის კონტროლი.