ლივერპულის განადგურება დაუფასდა | კვარაშოუ ლიგის TOP 10 ში მოხვდა » სპორტის ხაზი

ლივერპულის განადგურება დაუფასდა | კვარაშოუ ლიგის TOP 10 ში მოხვდა

ლივერპულის განადგურება დაუფასდა | კვარაშოუ ლიგის TOP 10 ში მოხვდა
12-12-2022, 21:20
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის 2022/2023 წლების სეზონში ნაპოლის ჯგუფურ ეტაპზე საკმაოდ ძლიერი მეტოქეები ჰყავდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, იტალიელებმა როგორც ლივერპულის, ისე აიაქსისა და რეინჯერსის ჩამოტოვება შეძლეს და მომდევნო სტადიაზე პირველი ადგილით გავიდნენ.

სწორედ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაყრდნობით, უცხოურმა Madaboutepl-მა გამორჩეული თამაშებისა თუ მომენტების TOP 10 შეადგინა, სადაც კუთვნილი ადგილი კვარაშოუმაც დაიკავა.

როგორც ჩანს, უცხოელ ჟურნალისტებს ძალიან მოეწონათ ხვიჩას სტადიო მარადონაზე ნაჩვენები თამაში, რომლითაც მან ლივერპულის დაცვა, უმეტესად კი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი მინდვრიდან უბრალოდ გააქრო. ცნობისთვის, იმ შეხვედრაში კვარამ საგოლე გადაცემა მიითვალა და გარდა ამისა, არაერთი ულამაზესი მომენტი შემოგვთავაზა.

ხვიჩა კვარაცხელია და მისი ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალს ფრანკფურტის აინტრახტის წინააღმდეგ ითამაშებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი