ცნობილია! - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ 'კრისტალ პალასის' წინააღმდეგ მატჩში? » სპორტის ხაზი

ცნობილია! - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ 'კრისტალ პალასის' წინააღმდეგ მატჩში?

ცნობილია! - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ 'კრისტალ პალასის' წინააღმდეგ მატჩში?
12-12-2022, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

თურქულ შეკრებაზე 'ნაპოლიმ' მეორე ამხანაგური შეხვედრა 'კრისტალ პალასის' წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც ანგარიშით 3:1 იმარჯვა.

ხვიჩა კვარაცხელია მწვრთნელმა სპლეტიმ ისევ სასტარტოში დააყენა, თუმცა ქართველს ინგლისური კლუბის წინააღმდეგ საგოლე მოქმედება არ შეუსრულებია.

თამაში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და 33-ე წუთზე ლონდონური გუნდი დაწინაურდა, თუმცა ოსიმენმა მალე ლამაზი გოლით ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ კვარაცხელია ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ მცველმა გოლის გატანის საშუალება არ მისცა.

შესვენების შემდეგ სპალეტიმ ხვიჩა ჟეზუსთან, დი ლორენცოსთან, ლობოტკასთან და ოსიმენთან ერთად შეცვალა. მოედანზე შესულმა რასპადორიმ ისევე როგორც 'ანტალიასპორთან' მოგებულ წინა სპარინგში (3:2), დუბლი შეასრულა და ნეაპოლურ გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

90 წუთის ამოწურვის შემდეგ SofaScore-მა ფეხბურთელები ჩატარებული მატჩის მიხედვით შეაფასა. კვარაცხელიას ამ მატჩში 7.2 ქულა ერგო, რაც ნადმვილად არ ყოფილა საუკეთესო შედეგი პარტენოპეის რიგებში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი