გადადის თუ არა რონალდუ ალ ნასრში რეალურად? » სპორტის ხაზი

გადადის თუ არა რონალდუ ალ ნასრში რეალურად?

გადადის თუ არა რონალდუ ალ ნასრში რეალურად?
11-12-2022, 21:15
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, ინტერნეტში ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაცია გავრცელდა, სადაც საუბარია კრიშტიანუ რონალდუსა და მისი სამომავლო კარიერის შესახებ:

"კრიშტიანუ რონალდუს არაბულ ალ ნასრში გადასვლაზე თანხმობა არ განუცხადებია. პორტუგალიელი ვარსკვლავი ისეთ კლუბს ეძებს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. ამ მომენტისთვის, კრიშტიანუს პრიორიტეტი არა ფულადი ანაზღაურება, არამედ ჩემპიონთა ლიგა და მასში მონაწილეობაა."
- წერს ჟურნალისტი.

ამდენად, დიდი შანსია, რომ კრიშტიანუ რონალდუ ისეთ გუნდში ვიხილოთ, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს. ალბათ, ბოლო პერიოდიდან გამომდინარე, საქმე გრანდებთან ნაკლებად გვექნება, თუმცა როგორც ჩანს, არც გრანდობაა კრიშტიანუს უმთავრესი პრიორიტეტი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი