"ლევან მაისაშვილი ჩვენს კვებასაც კი ასპონსორებდა" | მამუკა გორგოძე » სპორტის ხაზი

"ლევან მაისაშვილი ჩვენს კვებასაც კი ასპონსორებდა" | მამუკა გორგოძე

"ლევან მაისაშვილი ჩვენს კვებასაც კი ასპონსორებდა" | მამუკა გორგოძე
11-12-2022, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა წევრმა და ზოგადად, ქართული სპორტის ლეგენდამ, მამუკა გორგოძემ ბორჯღალოსნების ამჟამინდელ დამრიგებელზე, ლევან მაისაშვილზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ გორგოძემ მაისაშვილზე საზოგადოებას ისეთი დეტალები გაანდო, რაც აქამდე არავისგან არ გვსმენია:

"ლევან მაისაშვილს ძალიან ვაფასებ, ის ქართული რაგბისთვის განსაკუთრებული და გამორჩეული პიროვნებაა. იყო შემთხვევები, როდესაც ვარჯიშებზე საკუთარი მანქანით დავყავდით. გარდა ამისა, ხანდახან ლევანი მორაგბეთა კვებასაც საკუთარი სახსრებით ასპონსორებდა. ჩვენი ნაკრების მწვრთნელი ბიჭებზე ყოველთვის ისე ზრუნავდა, როგორც ამას თავის შვილებთან გააკეთებდა."

"ლევანი საკმაოდ პოზიტიური ადამიანია და ყველაფერში სიახლის დანახვას ცდილობს. ერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც მატჩისას მაისური გამიხიეს, ის კი თავად ლევანმა შემიკერა და გამიმთელა. რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო გიმძაფრდება მის მიმართ პატივისცემა, რადგან მან ქართული რაგბისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა."
- მამუკა გორგოძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი