რა თანხა მიიღო ილია თოფურიამ მიტჩელთან გამარჯვების შემდეგ? » სპორტის ხაზი

რა თანხა მიიღო ილია თოფურიამ მიტჩელთან გამარჯვების შემდეგ?

რა თანხა მიიღო ილია თოფურიამ მიტჩელთან გამარჯვების შემდეგ?
11-12-2022, 13:12
Aa Aa
გაზიარება:

დღეს გამთენიისას ილია თოფურიამ UFC-ში მეხუთე ჩხუბი ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ გამართა. ქართველმა მეტოქის დაფინიშება მეორე რაუნდშივე მოახერხა.

აღშნიშნული ჩხუბი საღამოს მთავარი ქარდი გახლდათ. ილიამ მეტოქე უბრალოდ გაანადგურა. ამერიკელმა ბრძოლის დასაწყისიდანვე პარტერში გადაყვანა სცადა, თუმცა არ გამოუვიდა და ილიამ ბრაისს რამდენჯერმე ძლიერად მოარტყა.

აი მეორე რაუნდის დაწყებისას კი "მატადორმა" ისე შეუტია, რომ მისი ამ თავდასხმის ატანა მიტჩელისთვის უბრალოდ შეუძლებელი იყო, ბოლოს კი მახრჩობელა ილეთში მოყოლისას დანებდა.

ამ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ 25 წლის სპორტმენს 50 ათასი დოლარი ერგო.

25 წლის თოფურიამ კარიერაში მე-13 გამარჯვება იზეიმა, UFC-ის ქვემსუბუქი წონის განახლებულ რეიტინგში ილია მე-9 ადგილზე აინაცვლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი