ჯორჯიანა: "მწვრთნელმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო" » სპორტის ხაზი

ჯორჯიანა: "მწვრთნელმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო"

ჯორჯიანა: "მწვრთნელმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო"
11-12-2022, 01:21
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში პორტუგალია მაროკომ 1-0 დაამარცხა. კრიშტიანუ რონალდუმ შეხვედრა კვლავ სათადარიგო სკამიდან დაიწყო. მატჩის შემდგომ პორტუგალიელის მეგობარი გოგონა, ჯორჯიანა როდრიგეზი სოც.ქსელში წერს:

„დღეს შენმა მეგობარმა და მწვრთნელმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. მეგობარმა, რომლის მიმართაც ამდენი წლის განმავლობაში არაერთი საქებარი სიტყვა გითქვამს. რეალურად, მან დაინახა როგორ შეიცვალა სიტუაცია მოედანზე შენი შეყვანის შემდეგ, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

კრის, შენ ვერ შეგაფასეს, როგორც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და უძლიერესი იარაღი. ცხოვრება გაკვეთილებს გვაძლევს. ვინც არ იმსახურებს, გვერდში არ უნდა დაუდგე. დღეს ჩვენ არ წავაგეთ, ჩვენ ვისწავლეთ. ჩვენ შენით აღფრთოვანებულები ვართ კრიშტიანუ.“


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი