"ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლას ამდენ პროცენტს მივცემდი" | ალესანდრო კოსტაკურტა » სპორტის ხაზი

"ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლას ამდენ პროცენტს მივცემდი" | ალესანდრო კოსტაკურტა

"ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლას ამდენ პროცენტს მივცემდი" | ალესანდრო კოსტაკურტა
10-12-2022, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური მილანის ყოფილმა მცველმა, ალესანდრო კოსტაკურტამ ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის შანსები პროცენტულად შეაფასა.

ჟურნალისტებმა ალესანდრო კოსტაკურტას სთხოვეს, რომ მას ნაპოლის 1/4 ფინალში გასვლის შანსები შეეფასებინა, რაზეც მან თქვა, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის 72% აქვს.

სხვათაშორის, იტალიური კლუბისადმი უფრო მეტი ნდობა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, პაოლო კონდომ გამოხატა, რომელიც პარტენოპეის შანსები 75%-ით აფასებს.

გარდა ამისა, ერთ-ერთი იტალიური კვლევის შედეგად, იტალიელთა უმრავლესობა, კერძოდ 92% მიიჩნევს, რომ ნაპოლი აინტრახტის ბარიერს აუცილებლად გაივლის, სადაც უმნიშვნელოვანესი როლი, ცხადია, ქართველ ფეხბურთელს ექნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი