ტენ ჰაგი: " რონალდუს დარჩენა მინდოდა" » სპორტის ხაზი

ტენ ჰაგი: " რონალდუს დარჩენა მინდოდა"

ტენ ჰაგი: " რონალდუს დარჩენა მინდოდა"
10-12-2022, 12:59
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე კვირის წინ კრიშტიანუ რონალდუმ "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა. პორტუგალიელ ფეხბურთელსა და ინგლისურ კლუბს შორის არცთუ ისე კარგი ურთიერთობა იყო. დაძაბულობა თავიდანვე არსებობდა, თუმცა მას შემდეგ რაც მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა პირს მორგანთან ინტერვიუში ისაუბრა, ყველასთვის აშკარა გახდა, რომ რონალდუსა და "წითელ ეშმაკებს" შორის ურთიერთობას წერტილი მალე დაესმებოდა.

ერიკ ტენ ჰაგმა, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელმა ცოტა ხნის წინ რონალდუს წასვლასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა:

"პირველივე წამიდან დღემდე მსურდა, რომ კრიშტიანუ რონალდუ აქ დარჩენილიყო. მას წასვლა უნდოდა, თუმცაღა ინტერვიუმდე ჩემთვის არაფერი უთქვამს. ზაფხულში დასაფიქრებლად დრო ითხოვა, ერთი კვირის შემდგომ კი მითხრა, რომ აქ დარჩენა სურდა."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი