ბელგიის ნაკრების ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. უელსთან მატჩში (4:3), მან 89-ე წუთზე პენალტით გატანილი გოლით თავისი ნაკრებისთვის 89-ე ბურთი გაიტანა და ეროვნულ ნაკრებებში ყველა დროის ბომბარდირთა სიის მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.
ლუკაკუ ამ მაჩვენებლით მალაიზიელ მოხტარ დაჰარის გაუთანაბრდა. ორივე მათგანს 89 გოლი აქვს, თუმცა ბელგიელმა ეს შედეგი 124 მატჩში მოიპოვა, რაც განსაკუთრებით შთამბეჭდავია.
რეიტინგის ლიდერობას კვლავ კრიშტიანუ რონალდუ ინარჩუნებს 138 გატანილი გოლით. მის შემდეგ მოდიან ლიონელ მესი, ალი დაეი და სუნილ ჩჰეტრი.
1. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) - 138 გოლი 221 მატჩში
2. ლიონელ მესი (არგენტინა) - 112 გოლი 192 მატჩში
3.ალი დაეი (ირანი) - 108 გოლი 148 მატჩში
4. სუნილ ჩჰეტრი (ინდოეთი) - 95 გოლი 154 მატჩში
5. რომელუ ლუკაკუ (ბელგია) - 89 გოლი 124 მატჩში
6. მოხტარ დაჰარი (მალაიზა) – 89 გოლი 142 მატჩში