"ნაპოლის ასეთი კარგი თამაში მაკვირვებს" | ედინ ჯეკო » სპორტის ხაზი

"ნაპოლის ასეთი კარგი თამაში მაკვირვებს" | ედინ ჯეკო

"ნაპოლის ასეთი კარგი თამაში მაკვირვებს" | ედინ ჯეკო
9-12-2022, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

მილანის ინტერის ბოსნიელმა ფორვარდმა, ედინ ჯეკომ იტალიურ კლუბში დარჩენილი კონტრაქტისა და უშუალოდ შიდა ჩემპიონატის კონკურენციაზე ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოსთან ინტერვიუში ისაუბრა, სადაც მან აღნიშნა, რომ ნაპოლის ასეთი სათამაშო ფორმა მისთვის მოულოდნელი იყო:

"მნიშვნელობა არ აქვს ჩემპიონატში რომელ გუნდს ამარცხებ, მთავარი ისაა, რომ უკლებლივ ყველას 3 ქულის მოტანა შეუძლია, იქნება ეს ნაპოლი თუ ემპოლი. იმ შემთხვევაში, თუ მომავალი წლის სტარტზე ნაპოლის დამარცხებას შევძლებთ, ჩემპიონატს უფრო საინტერესოს გავხდით, ჩვენ კი მეტ თავდაჯერებას მივიღებთ. სიმართლე გითხრათ, ნაპოლის ასეთი ბრწყინვალე თამაშით გაოცებული ვარ. რეალურად, ვიცოდი, რომ ლუჩანო სპალეტი კარგი მწვრთნელია, მაგრამ მათგან 15 თამაშიდან 13-ის მოგებას ნამდვილად არ ველოდი. ვიმედოვნებ, რომ ნაპოლი შედარებით შესუსტდება და სწრაფი ტემპით სვლასაც მოუკლებენ."

"რაც შეეხება ჩემს კონტრაქტს, ჯერჯერობით ინტერში ვარ, რადგან აქ ყველაფერი მშვენიერია, როგორც ვარჯიშებზე, ისე უშუალოდ თამაშებზე. ჩემი სამომავლო კარიერის შესახებ ფიქრი ჯერ არ დამიწყია, რადგან ამის დრო ახლა არ არის." - ამბობს ედინ ჯეკო.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატი ნაპოლისთვის სწორედ ინტერთან სუპერდაპირისპირებით განახლდება. ეს შეხვედრა 4 იანვარს, 23:45-ზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი