ბასილაშვილმა რუსეთი მკაცრი უარით გაისტუმრა | როგორია ნიკოლოზის პასუხი » სპორტის ხაზი

ბასილაშვილმა რუსეთი მკაცრი უარით გაისტუმრა | როგორია ნიკოლოზის პასუხი

ბასილაშვილმა რუსეთი მკაცრი უარით გაისტუმრა | როგორია ნიკოლოზის პასუხი
9-12-2022, 12:40
Aa Aa
გაზიარება:

ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 19 წლის იყო, მას ორი ქვეყნიდან შემოთავაზება ჰქონდა. ორივე შემთხვევაში, ნიკოლოზისგან მოითხოვებოდა, რომ მას დიდ ტურნირებზე ამავე ქვეყნების დროშისა და სახელის ქვეშ ეასპარეზა.

პირველი ქვეყანა რუსეთი გახლავთ - ნიკოლოზს შეეძლო, რომ მოსკოვში აგებული, კარგი საცხოვრებელი სახლი და მარია შარაპოვასთან ერთად ვარჯიში აერჩია, თუმცა ამ ყველაფერზე ბასილაშვილმა მკაცრი უარი თქვა.

მეორე ქვეყანა ემირატები იყო - ისინი ქართველ ჩოგბურთელს მილიონობით დოლარსაც კი სთავაზობდნენ და ცდილობდნენ, რომ ახალგაზრდა ბიჭი შეცდომაში შეეყვანათ, თუმცა ნიკოლოზმა აქაც სამშობლო და ავჭალის ასფალტი არჩია. ეს არის ადგილი, სადაც დაუღალავი ვარჯიშის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი მთელმა მსოფლიომ გაიცნო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი სპორტსმენი!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი