"მესისთან ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც იტალია მარადონასთან" | ვან ბასტენი » სპორტის ხაზი

"მესისთან ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც იტალია მარადონასთან" | ვან ბასტენი

"მესისთან ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც იტალია მარადონასთან" | ვან ბასტენი
8-12-2022, 14:50
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარული ნიდერლანდელი ფეხბურთელი, მარკო ვან ბასტენი თავისი ქვეყნისა და არგენტინის 1/4 ფინალური დაპირისპირების წინ, მეტოქის უპირობო ლიდერსა და მთავარ ფეხბურთელზე, ლიონელ მესიზე საუბრობს, რომლის შესახებაც მარკო იმ ხერხს გამოარჩევს, რაც ლუის ვან გაალის გუნდმა ლეოს შესაჩერებლად უნდა გამოიყენოს:

"თუ ლუის ვან გაალი ნაკრებში ისეთ ფეხბურთელს მოძებნის, რომელსაც მესის პერსონალურად აყვანა შეუძლია, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, ისევე როგორც იტალია მოიქცა დიეგო მარადონასთან. ზუსტად არ ვიცი, იქნებ ტიმპერს შეეძლოს ამის გაკეთება. ლეო დაცვაში არ ირჯება, ცალკე დგას და ბურთთან ერთად ძალიან სახიფათოა, ამიტომ ჩვენი დავალება მხოლოდ ისაა, რომ მან ბურთი არ მიიღოს." - მარკო ვან ბასტენი.

შეგახსენებთ, რომ ლუის ვან გაალის ნიდერლანდებისა და ლიონელ სკალონის არგენტინის დაპირისპირება ხვალ, 9 დეკემბერს 23:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებელი და 1tv.ge გვთავაზობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი