"ისტორიაში საუკეთესო ჯგუფური ეტაპი გამოვიარეთ" | FIFA-ს პრეზიდენტი » სპორტის ხაზი

"ისტორიაში საუკეთესო ჯგუფური ეტაპი გამოვიარეთ" | FIFA-ს პრეზიდენტი

"ისტორიაში საუკეთესო ჯგუფური ეტაპი გამოვიარეთ" | FIFA-ს პრეზიდენტი
8-12-2022, 14:15
Aa Aa
გაზიარება:

FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი შეაფასა და აღნიშნა, რომ კატარის მუნდიალზე გულშემატკივრებმა ისტორიაში საუკეთესო ჯგუფური ეტაპი იხილეს, რასაც შესაბამისი გაგრძელებაც უნდა მოჰყვეს:

"მუნდიალის ყველა თამაშს მივადევნე თვალი და თამამად ვიტყვი, რომ ისტორიაში საუკეთესო ჯგუფური ეტაპი ვიხილეთ, სადაც უამრავი დიდებული სანახაობა გამოვიარეთ. გარდა ამისა, თითო სტადიონზე შეხვედრას საშუალოდ 51 000 ადამიანი ესწრებოდა, რასაც თან ერთვის ის, რომ ტელევიზიით 2 მილიარდამდე ადამიანი გვიყურებდა, ჩვენ საქმე გასაოცარ ციფრებთან გვაქვს."

"კატარში სტადიონებზე გენიალური ატმოსფეროა შექმნილი, რასაც ხელს უწყობს ფაქტი, რომ პატარა გუნდებს დიდი ნაკრებების დამარცხება შეუძლიათ. სინამდვილეში კი, უფრო სწორად თუ ვიტყვით, დონე გუნდებს შორის ძალიან გათანაბრდა, რაც ნამდვილად მიუთითებს, რომ ფეხბურთი სპორტის გლობალური სახეობა ხდება. იმედი მაქვს, რომ კატარის მუნდიალი დასაწყისის შესაბამისად დასრულდება, ჩვენ კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 5 მილიარდ ადამიანს მივაღწევთ." - ჯანი ინფანტინო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი